სასამართლომ ესპანეთის საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ფეხბურთელს ლიონელ მესის საგადასახადო თაღლითობისთვის 21 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

bim.ge
access_time 6-07-2016, 15:48 remove_red_eye 12 492 play_circle_outline სპორტი

ამავე საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ ასევე პატიმრობა მიუსაჯა მესის მამას, თუმცა სასჯელს ისინი ციხეში არ მოიხდიან. გარდა ამისა, სასამართლომ ფეხბუთელს ჯარიმის სახით, 2 მილიონის ევროს გადახდა დააკისრა, ხოლო ლიონელ მესის მამას 1.5 მილიონი ევრო.

როგორც მანამდე ესპანური გაზეთი El Pais იტყობინებოდა, არგენტინელ ფეხბურთელს ესპანეთის სახელმწიფოსგან 4.5 მილიონი დოლარის დამალვის ფაქტზე თაღლითობას სდებენ ბრალად. გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელმა და მამამისმა ეს თანხა 2007-2009 წლების განმავლობაში გადასახადების სახით დაუმალეს მთავრობას. მესიმ გადაწყვეტილება ბარსელონას სასამართლოში გაასაჩივრა. ის მამამისის მიერ ესპანეთის მთავრობისგან გადასახადების დაფარვის საიდუმლო გეგმაში მონაწილეობას უარყოფდა. თუმცა, სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მესის და მამამისს ხორხე ორაციო მესის ესპანეთის მთავრობის საგადასახადო კანონისგან თავის არიდება ედება ბრალად; გამოძიების ინფორმაციით, მათ მესის სახელის გამოყენების უფლებების გასაყიდად, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში, ბელიზში და ურუგვაიში დაფუძნებული კომპანიები გამოიყენეს და დანაშაულებრივი გზით შემოსავლები დამალეს.

მამა-შვილმა მსგავს არაკანონიერ საქმიანობაში მონაწილეობა უარყვეს. ლეო მესის ადვოკატების თქმით, მას ცხოვრებაში არ წაუკითხავს "ამ იდუმალ სქემაში გამოყენებული კონტრაქტების შინაარსი".

წყარო: ipress.ge

წაუკომენტარე

ასევე საინტერესოა

loading...