ძებნა

ასევე დაგაინტერესებთ

6 / 0
ადამიანები / შთამაგონებელი

უსახლკარობიდან მეგა წარმატებამდე . 5 ტოპ ვარსკვლავი , რომლებმაც ქუჩიდან დაიწყეს კარიერა .

55 / 0
საინტერესო / ადამიანები

მექსიკელი ილუსტრატორი, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორი ფანტასტიკური შეიძლება იყოს მარტო ცხოვრება...

10 / 0
საინტერესო / ადამიანები

10 უცნაური , რამ რაც 2000 - იან წლებში ულტრამოდური იყო .

BMW – i8 მომავლის ავტომობილი დღეს .

0 ხმა
0

ეს სტატია მინდა დავუთმო BMW – ს კიდევ ერთ შედევრს i8-ს , როდესაც ამ ავტომობილის ფოტოები გამოჩნდა ინტერნეტში , ყველასთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო , რომ ეს მანქანა კონცეპტად არ დარჩებოდა და წარმოუდგენელი იყო იმის გაფიქრებაც კი , რომ ამ ავტომობილის წარმოება დაიწყებოდა BMW i8 – წარმოადგენს ჰიბრიდულ სპორტულ სპორტქუპეს , რომელსაც გააჩნია კვების 2 წყარო . 1.5 ლიტრიანი ბენზინის ძრავი სინქრონში მუშაობს ელექტროძრავთან . ელექტრული ძრავა გამოიმუშავებს 131 ცხენის ძალას ხოლო ბენზინის ძრავი 232 – ს . ბრუნვის მომენტი 320 ნმ (ნიუტონ – მეტრი) , მხოლოდ ელექტრული ძრავის მუშაობისას კი 250ნმ . საერთო ჯამში BMW i8 – გამოიმუშავებს 363 ცხენისძალას , მისი მაქსიმალური სიჩქარე კი შეადგენს 250 კმ/სთ – ს . მხოლოდ ელექტრული სვლის რეჟიმში ავტომობილს შეუძლია განავითაროს 120 კმ/სთ მდე . BMW i8 – მეორე ეკოლოგიურად სუფთა მოდელია “i” – ს სერიაში , i3 – ის კომპაქტის შემდეგ კომპანიის ინჟინრებმა გადაწყვიტეს დაემტკიცებინათ , რომ ეკოლოგიურად სუფთა მანქანა არამხლოდ ლამაზი არამედ ძლიერი ძრავით და სწრაფიც შეიძლება იყოს , ამაის დამადასტურებელი კი არის სწორედ i8 -ა რომელიც , 0 დან 100 კმ/სთ – მდე 4.4 წამში ანვითარებს ,პლუს ამას BMW i8 არის ავტომობილი რომელიც შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერზე , წინასწარი მაკეტებისა და გამოცდების გარეშე . სვლის მახასიათებლები და უსაფრთხოების სისტემები გათვლილი იყო ელექტრილი ხერხით . ამ მოდელის კონცეპტის წარმოდგენა მოხდა 2009 წლის სექტემბერში და უკვე მაშინ ავტომობილი პრაქტიკულად სრულ მზადყოფნაში იყო. BMW i8 – ს კორპუსი დამზადებულია ალუმინისა და კარბონისაგან , ამის ხარჯზე i8 არის ერთდროულად მყარი და მსუბუქი 1490 კგ.

BMW – i8 მომავლის ავტომობილი დღეს .


სალონი კი შეიძლება ითქვას , რომ სრულიად „არაამქვეყნიურია“ , რომელიც ჩაძირულია ციფრულ განათებაში . მძღოლის ხელსაწყოების პანელი (პრიბორები) კი იცვლის ფერს ავტომობილის რეჟიმის მიხედვით , სტანდარტულად იგი არის ლურჯი ხოლო სპორტულ რეჟიმში იღებს წითელ ფერს .

BMW – i8 მომავლის ავტომობილი დღეს .


პანელის ქვედა მხარეს განლაგებულია ელექტრული დამუხტვის მაჩვენებელი მასშტაბი , ConnectedDrive 8,8 დიუმიან ცენტრალურ პანელზე ჩვეულებრივი სისტემებისაგან განსხვავებით არის შესაძლებლობა გამოიტანოთ ჰიბრიდული აგრეგატების მაჩვენებლები , რომლის დამხარებითაც შესაძლებელი ხდება თვალი ადევნო მათ მუშაობას . ავტომობილს ასევე გააჩნია ციფრული პროექციული დისპლეი როგორც მეშვიდე სერიის BMW – ს .
BMW – i8 მომავლის ავტომობილი დღეს .


BMW i8 – უჩუმრად იქოქება ღილაკით (სტარტ ენგინე) სვლას იწყებს ელექტრული ძრავით , და წინა ბორბლებით შეიძლება ითქვას , რომ ი8 – ში ეს მომენტი არის სრულიად სხვა სამყაროდან , ბავშვური არღტაცების და აღფრთოვანების დამალვა ნამდვილად ძნელია , აბსოლუტურად ყველა ავტომობილისგან განსხვავებულ მანქანაში პირველად ჩაჯდომის ემოცია იუმორნარევი პარალელით შეგვიძლია დავუკავშიროთ ადამიანს რომელსაც პირველად უკავია ხელში სმარტფონი და გაკვირვებით ხვდება , რომ ღილაკები სენსორებმა შეცვალეს . გაზის მგრძნობიარე აქსელერატორზე ყოველი ძლიერად დადგმული ფეხი მომენტალურად ამცირებს ელექტროძრავის სვლის მარაგს , რომელიც სრული დამუხტვის შემთხვევაში 37 კილომეტრს უტოლდება , ამ დროს მუშაობაში მოდის 1.5 ლიტრიანი ბენზინის ძრავი , რომელიც განთვსებულია ავტომობილის უკანა ნაწილში , ამ დროს ასევე ძალისმიერ მოძრაობაში მოდის უკანა ბორბლებიც. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ამ მოდელით მოძრაობისას თავი შეიძლება წარმოიდგინოთ „წითელ ხალიჩაზე“ ავტომობლის სადმე გაჩერებისას შეიძლება ითქვას , აღფრთოვანებლი გამვლელების მიერ ყოველთვის იწყება პატარა „ფოტოსესია“ გულგრილი ამ ავტომობილის მიმართ ვერავინ ვერ რჩება . მხოლოდ ელექტრო გაწევით ავტომობილი მიდის 20 წუთის განმავლობაში ან კიდევ უფრო ნაკლები , რაც დამოკიდებულია ტარების მანერაზე ,, როდესაც აკუმულატორის მუხტი ეცემა გენერატორი იწყებს დამუხტვას ბენზინის აგრეგატისგან , ყველაზე სწაფად მუხტი ივსება სპორტულ რეჟიმში , რომელიც მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ბენზინის ძრავასთან . როდესაც i8 გადაადგილდება მხოლოდ ელექტრული ძრავით , მოძრაობა ხდება წინა ბორბლების მეშვეობით , ბენძინის ძრავის ჩართვისას კი ავტომობილი 4×4 რეჟიმში მოდის . მხოლოდ ელექტროობაზე i8 გადის 37 კილომეტრს , სვლის სრული მარაგი კი შეადგენს 600 კმს .

საკვანძო სიტყვები: momavali avtomobili interieri daxvewili shedevri მომავლის ავტომობილი bmw bmw i8 ჰიბრიდი ავტომანქანა ავტომობილი

ეს საინტერესოა

loading...

ასევე დაგაინტერესებთ

კომენტარის დამატება

გამოთქვი აზრი

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
reload, if the code cannot be seen