8 სასარგებლო ჩვევა, რომლის გამო თქვენი სხეული მადლობას გეტყვით

bim.ge
access_time 24-08-2016, 11:54 remove_red_eye 543 play_circle_outline რჩევები

1. დროდადრო ტელეფონის ეკრანი გაწმინდეთ სპეციალური გამწმენდი ხელსახოცებით.

თანამედროვე გამოკვლევებმა დაამტკიცეს, რომ ტელეფონებზე ათეულობით მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უნიტაზის საჯდომზე.

2. რეგულარულად გარეცხეთ მაკიაჟის ფუნჯები

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთკანზე გამონაყარი და გაღიზიანება, რეგულარულად გარეცხეთ ფუნჯები რბილი შამპუნით ან დასაბანი ქაფით.

3. ყურადღება მიაქციეთ თქვენს რაციონს

ტკბილი, ცხიმიანი და ზედმეტი საკვები კარგი კანის მტრები არიან. მაგრამ ბევრს რატომღაც ავიწყდება, რომ დღესდღეობით პოპულარული მონოდიეტები - პირდაპირი გზაა მშრალ, დანაოჭებულ და „დაღლილ“ კანისკენ.

4. ბოროტად არ გამოიყენოთ სკრაბები

პრობლემური და მშრალი კანის მფლობელებმა ჯობია უარი თქვან სკრაბებზე და შეცვალონ ისინი რბილი გამწმენდი ლოსიონებით, მათ კი, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, გამოიყენონ სკრაბები კვირაში ერთხელ.

5. დაიტანეთ სახეზე კრემი აუზში შესვლამდე და აუზის შემდეგ

ქლორიანი წყალი ძალიან აშრობს კანს, ხდის მას უფერულსა და ნაკლებად მკვრივს. იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ქლორის ნეგატიური გავლენა, სანამ ეწვევით აუზს დაიტანეთ სახეზე მკვებავი კრემი, აუზის შემდეგ კი კარგად დაიბანეთ სახე და გამოიყენეთ დამატენიანებელი.

6. მიიღეთ შხაპი მაშინვე, როგორც კი დაამთავრებთ ვარჯიშს

თუ ვარჯიშის შემდეგ დროზე არ ჩამოიბანეთ ოფლი, ის შეიძლება გახდეს დაცობილი ფორების, შავი წერტილებისა და გამონაყარის მიზეზი.

7. ყურადღებით ადევნეთ თვალი მინიშნებებს, რომლებსაც გიგზავნით ორგანიზმი

გამონაყარი თუ გაღიზიანება, კანის სიმშრალე, შეშუპება - ყველა ეს კოსმეტიკური დეფექტი შეიძლება ორგანიზმის უფრო სერიოზული პრობლემების მანიშნებელი იყოს. ამიტომ ეცადეთ თავის დროზე მოახდინოთ რეაგირება.

8. უარი თქვით ზედმეტად ცხელ შხაპზე

ზედმეტად ცხელი წყალი ანადგურებს თხელ ცხიმოვან ფენას, რომელიც იცავს კანს და უნარჩუნებს მას სინოტივეს. ამიტომ ცხელი წყლით დაბანის ჩვევამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი ნაოჭები, კანის სიმშრალე და მოდუნება.

წაუკომენტარე

ასევე საინტერესოა

loading...