მანდარინის ქერქის სასარგებლო თვისებები, როცა გაიგებთ მის შესახებ, თქვენ მას არღარასოდეს გადააგდებთ

bim.ge
access_time 29-12-2016, 16:24 remove_red_eye 30 play_circle_outline რჩევები

მანდარინის ქერქი შეიცავს ეთერზეთებს, კაროტონოიდებს, ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.

რისთვის არის მანდარინის ქერქი სასარგებლო?

მეტეორიზმი და დისბაქტერიოზი:

გამომშრალი მანდარინის კანი წვრილად დაჭერით და საუზმის დროს, 1 ჩ.კ. დაუმატეთ ფაფას, ხაჭოს ან ნებისმიერ სხვა კერძს.

ბრონქიტი:

2 ს.კ. გამომშრალ მანდარინის ქერქს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, დააფარეთ თავსახური ერთი საათი, ხოლო შემდეგ გაწურეთ და ნაყენი მიირთვით დღის ნებისმიერ დროს.

მშრალი ხველა:

2 ს.კ. გამომშრალი და წვრილად დაჭრილი მანდარინის ქერქს დაასხით 1 ჭიქა არაყი, ერთი კვირა გააჩერეთ ბნელ ადგილას, ხოლო შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 20 წვეთი, ერთ ჭიქა წყალში გარეული, დღეში სამჯერ.

გაცივება, სურდო, ხველა (ინჰალაცია):

ერთი მუჭა მანდარინის ქერქი მოათავსეთ მდუღარე წყალში და გაიკეთეთ ინჰალაცია 10-12 წუთის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ ერთი საათი არ გახვიდეთ სიცივეში.

ფეხის სოკო:

ფეხის ფრჩხილები და მისი შემოგარენი დღეში ორჯერ გაიწმინდეთ მანდარინის ქერქით.

დაღლილობა, სტრესი, ნერვიული დაძაბულობა:

წვრილად დაჭრილი მანდარინის ქერქი მოათავსეთ ბამბის ქისაში, ხოლო ქისა იქონიეთ პოლიეთილენის პარკში. საჭიროების შემთხვევაში, გახსენით ქისა და 15 წუთის განმავლობაში ისუნთქეთ მისი არომატი.

უძილობა, ნერვიული დაძაბულობა, მომატებული არტერიული წნევა, აჩქარებული გულისცემა:

1 ჭიქა ახალი მანდარინის ქერქს დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, ერთი საათით დააფარეთ თავსახური , ხოლო შემდეგ გაწურეთ. ნაყენი ჩაასხით აბაზანაში. დღეგამოშვებით მიიღეთ თბილი აბაზანა (37-38 გრადუსის) 15 წუთის განმავლობაში.

წყარო : news.lider.ge

წაუკომენტარე

ასევე საინტერესოა

loading...