13 მეთოდი, როგორ ამოვიცნოთ უვარგისი უფროსი გასაუბრებაზე

bim.ge
access_time 20-07-2016, 02:05 remove_red_eye 7 610 play_circle_outline რჩევები / საზოგადოება

ნებისმიერ კომპანიაში მუშაობისას, ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა – მოტივაციაა. როგორი საუკეთესოც არ უნდა იყოს ჩვენი უნარ-ჩვევები, ხერხები და მეთოდები, გამოცდილება, ცოდნა – ამ ყველაფრის გამოსაყენებლად – სწორედ მოტივაციაა აუცილებელი. მოტივაცია მრავალი ფაქტორისგან იქმნება, თუმცა „ჯანსაღი“ ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში უმთავრესია. რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ ყოველი დღე ჯოჯოხეთში მუშაობა მიღირდეს. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კი – საკითხი საბოლოოდ მაინც ხელმძღვანელის სასარგებლოდ წყდება უმეტეს შემთხვევაში, ამიტომ – აუცილებელია დავიწყოთ მუშაობა ისეთ კომპანიაში, სადაც გვეცოდინება, რომ ნამდვილად სწორად შევარჩიეთ ხელმძღვანელი.

გასაუბრება არ არის ცალმხრივი პროცესი, სადაც შეკითხვებს მხოლოდ დამსაქმებელი სვამს და შენ ვალდებული ხარ თავი მოაწონო, აქ ორივე მხარე ზრუნავს კარგი შთაბეჭდილების დატოვებაზე.

მაშ ასე, როგორ ამოვიცნოთ უვარგისი დამსაქმებელი:

1. ის აგვიანებს გასაუბრებაზე – აქ ორი ფაქტორი შეიძლება იყოს: 1) მას არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ან 2) ის თვლის, რომ უფროსია და მისთვის ყველაფერი შესაძლებელია, 3) ის შეგნებულად აგვიანებს, რომ თავისი დატვირთულობა, თუ გავლენიანობა დაგანახოთ. ასეთ დამსაქმებელთან მუშაობა არც ისე კომფორტული იქნება. თუ დაგვიანების შემდეგ გულწრფელ ბოდიშს მოიხდის, კიდევ შეიძლება რამეზე ფიქრი.

2. მასთან შემოდის ოფის მენეჯერი, თანამშრომელი, ა.შ. და ბატონობით/ქალბატონობით ან მეტისმეტი მოწიწებით მიმართავს (ბათილდება მხოლოდ ასაკით ძალიან დიდი ადამიანის შემთხვევაში)

3. ის სიამაყით აცხადებს, რომ თანამშრომლები ისე არიან კომპანიაზე შეყვარებული, რომ აქ ღამეებს ათენებენ (დაიწყებ მუშაობას, არ გაათენებ და შენი აჯობებს. ის საათობრივად განსაზღვრავს შესრულებულ სამუშაოს და არა ხარისხობრივად)

4. ის გევაჭრებათ ხელფასზე და გარწმუნებთ, რომ მთავარი მოტივაციაა (ნერვებს დაგაწყვეტთ მოლაპარაკებებისას, ყველასთან გავაჭრებთ, ხელფასის მომატებას და ბონუსის ნორმალურად ჩარიცხვას არ გაღირსებთ)

5. ის ნეგატიურად მოიხსენიებს თქვენს წინამორბედს, ამბობს, რომ ცუდად მუშაობდა (ის უბრალოდ უტაქტო და უინტელექტოა, რომელიც ზურგსუკან ჭორაობით ცდილობს „შური იძიოს“ ადამიანზე, ვინ იცის რისთვის)

6. გაძლევთ შრომატევად დავალებას შემდგომი ეტაპისთვის და ამისთვის გაძლევთ მცირე დროს (ეს ესმის დროის ფასი, მწყრალად არის თაიმ მენეჯმენტთან)

7. შეკითხვის შემთხვევაში ვერ გეუბნება სახელფასო რეინჯს და გეუბნებათ, რომ ეს თქვენს კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული (წუწურაქია, თუ დაგითანხმებთ 200 ლარზეც გამუშავებთ, არა და იქნება და არ მიღირს რაღაც ნიშნულს ქვემოთ გასაუბრებაზე მოსვლა და დროის დაკარგვა, რატომ არ უნდა ვიცოდეთ?)

8. პასუხობს ზარებს გასაუბრების დროს და ნაცვლად იმისა, რომ უთხრას დაკავებულია – საუბარს აბამს, ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე (უტაქტო და უინტელექტოა, ნერვებს დაგაწყვეტთ)

9. აღიზიანებს, როცა კითხვებს უსვამთ (ჰგონია, რომ მეფეა და შენ კიდევ მონობისთვის აყავხარ)

10. გეკითხებათ ეწევით თუ არა სიგარეტს, დაოჯახებული ხართ თუ არა, ა.შ. (ერთერთმა სამსახურმა მახსოვს განქორწინებული გოგონა დააუარა იმის გამო, რომ სექსის გემო გასინჯული ჰქონდა და „ბოზობის“ დიდი ალბათობა იყო)

11. დაგისვათ ორიოდე კითხვა და აგიყვანა (მსგავსი მარტივი პროცესი ცოტა საეჭვოა, იქნება და როგორ მარტივადაც აგიყვანათ, ასევე მარტივად გათავისუფლდეს თქვენგან?)

12. არ გისმენდათ, თან ათას რამეს აკეთებდა (ასეთივე გაფანტული იქნება მუშაობის პროცესში, აღარ მოგისმენთ, ნერვებს დაგაწყვეტთ)

13. სვამს არაკომპეტენტურ შეკითხვებს თქვენს სფეროში – მაგალითად, ხართ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე და ბრძნული გამომეტყველებით, გეკითხებათ ისეთ სისულელეს, რომ ავტომატურად ხვდებით – გარტყმაში არ არის მარკეტინგის. ეს კი, ნიშნავს იმას, რომ ასეთ არაკომპეტენტურ ადამიანთან მოგიწევთ კამპანიების გავლა, ბიუჯეტის დამტკიცება და დიდი შანსია ისეთი საშინელი ვიზუალები/არხები/აქტივობები მოინდომოს, რომელსაც ფიქრადაც ვერ გაივლებდით. და მერე, როგორ გინდათ უთხრათ, რომ საერთოდ არ აქვს გემოვნება?

წყარო: guramsherozia.com

წაუკომენტარე

ასევე საინტერესოა

loading...