ნახეთ როგორ ცხოვრობს მერსი სულხანიშვილი მონასტერში

bim.ge
access_time 15-08-2016, 17:28 remove_red_eye 2 183 play_circle_outline საზოგადოება

ბოლო დროს მერსი სულხანიშვილის ცხოვრებაში, ბევრი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, რის გამოც ცნობილი ჟურნალისტი ხშირი კრიტიკის მსხვერპლი გახდა. მომხდარმა ფაქტებმა მერსისზე ძალიან იმოქმედა, ამიტომ ცნობილი ჟურნალისტი და პროდიუსერი, დროებით მონასტერში იმყოფება.

მერსიმ სოციალურ ქსელში, „პოსტი“ გამოაქვეყნა, სადაც იმ შეგრძნებებსა და შეხედულებებზე ისაუბრა რასაც, იქ ყოფნის პერიოდში განიცდის.

„ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უბრალოდ გინდა იყო ის ვინც ხარ, არ ეკონტაქტო საერო ცხოვრებაში არავის, მათ შორის არც ოჯახს ეს რეალობიდან გაქცევა არ არის, არც სხვა სამყაროში გადანაცვლება, არც სიახლის ძიება, უბრალოდ მე ვარ მე.

სამყარო სავსეა XXI-ე საუკუნეში ყალბი ღიმილით. აქ კი ყველაფერი სხვაგვარად არის ყველა გულწრფელია, შეიძლება ითქვას 24 წლის მანძილზე თავი ვიგძენი ყველაზე ბედნიერად, ყველაზე მშვიდად, აქ არ გჭირდება თამაში, არც ყალბი შესამოსელი, არც მაკიაჟი, აქ ვერ გაიგებ ვინმემ ვინმეზე აუგი თქვას. არავინ არავის ეპირფერება ყველა წრფელია.

ყველაზე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ოცნება რეალობად მექცა. აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს ნამდვილი ურთიერთერობები მივხვდი, რომ ის რაზეც სულ ვოცნებობდი და მაკლდა თურმე არსებობს, აქ, ამ ცხოვრებაში, დედამიწაზე.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ყველაზე ბუნებრივი ფოტოა 24 წლის მანძილზე. არც მაკიაჟი არც დაყენებული სახე ერთადერთი რაც არის XXI-ე საუკუნის ეს უბრალოდ მობილურის ფუნქცია სელფია. მადლობა უფალს ამ ლამაზი ნამდვილი დღეებისთვის“, - წერს მერსი.

წყარო

წაუკომენტარე

ასევე საინტერესოა

loading...