რატომ გამოაგდო ინდირა ჯგერნაია კუზანოვმა კაბინეტიდან - "აქამდე იმიტომ ვიკავებდი თავს, რომ..."

bim.ge
access_time 10-01-2017, 23:46 remove_red_eye 5 839 play_circle_outline საზოგადოება

მომღერალი ინდირა ჯგერნაია პლასტიკურ ქირურგიასთან მისი დამოკიდებულების შესახებ ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს:

“კბილები გავიკეთე, ე.წ “ჰოლივუდის ღიმილი” და რატომღაც, ყველას ჰგონია რომ ტუჩი გავიდიდე. რაც შეეხება ისეთ ჩარევებს, რომელიც მხოლოდ გალამაზებას უწყობს ხელს, რატომაც არა.

კბილების გაკეთებისგან აქამდე იმიტომ ვიკავებდი თავს, რომ პატარა ასაკში უფრო რთულია, როცა ჯანმრთელ კბილს კლავ. როცა ასაკში შევალ, ალბათ გავისწორებ ნაოჭებს სხვა არაფერი მომდის თავში, რა შეიძლება გავიკეთო.

ერთადერთი, რასაც არასდროს გავიკეთებ ცხვირის ოპერაციაა. როცა ვაპირებდი და კუზანოვთან მივედი, კაბინეტიდან გამომაგდო – არ გჭირდება შენ ოპერაციაო. კი მოგიხდება აპრეხილი ცხვირი, მაგრამ ისეთი ცხვირით ინდირა აღარ იქნებიო.

თან არის შანსი, რომ ოპერაციამ ჩემი ხმის იოგებზე იმოქმედოს და ამიტომ ვერ ვრისკავ", – ამბობს ინდირა ჯგერნაია.

"თბილისელები"

წაუკომენტარე

ასევე საინტერესოა

loading...