რაატომ ვამთქნარებთ ? და რას წარმოადგენს ის

bim.ge
access_time 9-01-2017, 03:54 remove_red_eye 929 play_circle_outline ეს საინტერესოა

დამთქნარება , ერთ-ერთი ყველაზე ძველი რეფლექსი , რომელიც არამხოლოდ ადამიანებს შორის არის გავრცელებული . ჩვენ ვამთქნარებთ დილაობით , ღამე როცა გვეძინება , როცა მოსაწყენ საქმეს ვაკეთებთ ან ვუყურებთ ტელევიზორს და ა.შ ყველაზე საინტერესო მომენტი კი დამთქნარებაა სხვისი შემხედვარე , შესაძლოა დამთქნარების სურვილი ამ სტატიის კითვისაც კი გაგიჩნდეთ .

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს დღემდე ვერ აიხსნა მთქნარების გამომწვევი მიზეზი ბოლომდე ანუ ფენომენი 100% ით ვერ შეისწავლეს .
სხვადასხვა მეცნიერებს საკუთარი ჰიპოთეზა აქვთ , შესაძლოა ზოგიერთია მათგან მართალი შესაძლოა კი ყველა ერთად . წარმოგიდგენთ რამოდენიმე მოსაზრებას ნაკრების სხით ( სპეციალურად Betube.Ge - სთვის)

მეცნიერთა ნაწილი თვლის , რომ როდესაც სისხლში დიდი დოზით ნახშიროჟანგი გროვდება ორგანიზმი ამ დროს მთქნარებით რეაგირებს რათა ჟანგბადის დიდი რაოდენობა მიიღოს , რათა ბალანსი შეინარჩუნოს . ზოგიერთი კი მთქნარების პროცესს დღის გარკვეულ მონაკვეთში ხსნის მაგალითად ფიქრობენ , რომ დილით დამთქნარება აუცილებელია ორგანიზმის გამოფხიზლებისათვის .

პირადად ჩემთვის ყველაზე საეჭვო ვერსიაა : მთქნარება ნერვიულობის ნიადაგზე . ყოველშემთხვევაში საკუთარ თავზე ასეთი რამ არასოდეს შემინიშნავს . მეცნიერების აზრით ნერვიულობა იწვევს მთქნარებას , რაც ხელს უცწყობს ტონუსში მოყვანას და სანერვიულო ფაქტის წინაშე უფრო მედგრად დადგომას : მათი აზრით მთქნარება შეიძლება მნიშვნელოვან გასაუბრებაზე , შეჯიბრის ან გამოცდის წინ მოგინდეთ .......

პროფესორების გარკვეული ნაწილი ასევე წარატებით ხსნის კავშირს "გაზმორვას" და მთქანარებას შორის , მათი ახსნით ამ რეფლექსების ურთიერთქმედება აფხიზლებს ორგანიზმს და სისხლის მომოქცევას აუმჯობესებს , გამომწვევი მიზეზი კი მოდუნებული ორგანიზმია , ამ დროს ქვეცნობიერი ცდილობს „მწყობრში“ მოგიყვანოთ რათა მაგალითად თქვენთვის არასაინტერესო ლექციის ბოლომდე მოსმენა შეძლოთ და არ ჩაგეძინოთ .

არსებობს კიდევ ერთი საიტნერესო მოსაზრება , რომლის თანახმად დამთქნარების პროცესში თავის ტვინის მუშაობის რეჟიმი უმჯობესდება . დამთქნარების დროს იძაბება სახის , ყბების და კისრის კუნთები რაც ერთგვარ ვარჯიშად მიიჩნიეს და შედეგად ტვინის გააქტიურება დაუკავშირეს . არანაკლებ საეჭვო აზრია მაგრამ ...

რატომ არის მთქნარება გადამდები ?
აი ამთქნარებს ახლომახლო ვინმე და თქვენც გადაგედოთ ? მაგრამ რატომ ?
ეს ფენომენიც არ არის ბოლომდე ახსნილი მაგრამ არსებობს ორი ჰიპოთეზა - მთქნარება გადადება მიუთითებს ადამიანის გულისხმიერებაზე და სიკეთეზე თუ სხვისი მთქნარება თქვენც გადაგედოთ ესეიგი შეგიძლიათ ადამიანური ემოციების კარგად გაზიარება .
ხოლო მეორე ჰიპოთეზის თანახმად ეს ჩვენს გენეტიკურ დონეზეა ჩაწერილი და ქვის ხანიდან მოგვდევს . მაშინ ეს იყო ნიშანი , რომ ადამიანებს უნდა დაესვენათ იმ დროს ყველა ერთი და იგივე საქმეს ერთ დროულად აკეთებდა და ამ რეფლექსმა ჩვენამდეც მოაღწია .


გამომდინარე იქიდან , რომ არცერთი მოსაზრება არგუმენტირებულად და ფაქტებზე დაყრდნობით არ არის ახსნილი შეგიძლიათ თქვენც შექმნათ საკუთარი უნკალური ჰიპოთეზა , მაგრამ ამის გაკეთების ნაცვლად ჯობია გააზიაროთ სტატია იმ შემთხვევაში თუ კითხვის პროცესში ერთხელ მაინც დაამთქნარეთ . დაე თქვენმა მეგობრებმაც ამთქნარონ .

წაუკომენტარე

ასევე საინტერესოა

loading...