მსოფლიოსი ტოპ 5 ყველაზე საშიში გზები (+ფოტოები)

bim.ge
access_time 8-01-2017, 21:02 remove_red_eye 947 play_circle_outline ეს საინტერესოა

მსოფლიოს მასშტაბით უამრავი სახიფათო გზა არსებობს , რომელთა გავლა ნამდვილი სირთულეა . წარმოგიდგენთ Top ხუთეულს მათგან .
(სპეციალურად Betube.Ge - სთვის)

1 . სიკვდილის გზა - ბოლივია
ზღვის დონიდან 3500 - ს მეტრზე . შეიძლება ითქვას კლდის ფერდობზე განთავსებული სავალი ნაწილი , რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფატერაკიანი გზაა , შესაბამისი სახელითაც „სიკვდილის გზა“ . წლის გნმავლობაში იქ 600 ამდე ადამიანი იღუპება. ამ გზის ვიზიტორები ძირითადად სატვირთოები და ავტობუსებია , რომელთაც საშინლად ვიწრო გზაზე მოძრაობა განსაკუთრებით უჭირთ , ხშირი წვიმების გამო გზა თითქმის ყოველთვის სველი და შლადია , ხოლო ნისლის გამო ხილვადობა ხშირშემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე მეტრს ადგენს . იყო შემთხვევა , როცა ამ გზის ხეობაში ავტობუსი ჩაიჩეხა 100 მგზავრით . თავისი სახელი ამ გზამ 1990 წლის დეკემბერში დაიმსახურა , როცა 8 ტურისტმა ბევრი სხვა მგზავრის ბედი გაიზიარა და ხეობაში გადავარდა .

მსოფლიოსი ტოპ 5 ყველაზე საშიში გზები (+ფოტოები)

მსოფლიოსი ტოპ 5 ყველაზე საშიში გზები (+ფოტოები)


2. გვლიაკის გვირაბი - ჩინეთი
გვლიაკის გვირაბს მოიხსენებენ მეორე სახელითაც „გზატკეცილი , რომელიც შეცდომებს არ გპატიობს „ სულ რაღაც 40 წლის წინ ეს გზა არ არსებობდა და იქაურ სოფელში მაცხოვრებელ ხალხს ქალაქამდე ჩასაღწევად უაღრესად საშიში , ქვის კიბით სარგებლობა უწევდათ . ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით დაიწყეს გზის გაყვანა 1972 წელში რასაც 5 წელიწადი მოუნდნენ . დღესდღეობით ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო „მაგისტრალი“ წარმოადგენს გვირაბებს შორის ვიწრო გასასვლელებს სადაც ორი ავტომობილი ერთმანეთს გვერდს დიდი გაჭირვებით უვლის . „ფანჯრები“ რომლებსაც გზაზე კლდეებში ხედავთ განათების ერთადერთი საშუალებაა , მაგრამ უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა , როცა ამ „ფანჯრებიდან“ მანქანები ხეობაში ვარდებოდა.

მსოფლიოსი ტოპ 5 ყველაზე საშიში გზები (+ფოტოები)

მსოფლიოსი ტოპ 5 ყველაზე საშიში გზები (+ფოტოები)

მსოფლიოსი ტოპ 5 ყველაზე საშიში გზები (+ფოტოები)


3. სტელვიო პასს - იტალია
თუ გინდათ , რომ თქვენი თავი გამძლეობაზე გამოსცადოთ ამ გზით უნდა იმგზავროთ . გზამ ფუნქციონირება 1825 წელს დაიწყო მისი დანიშნულება ლომბარდიის დაკავშირება იყო დანარჩენ იტალიასთან . 2757- მეტრზე ზღვის დონიდან , უამრავი საშინელი მოსახვევი , საშიში დაღმართი და ხეობაში აღმოჩენის პერსპექტივა , ამ ყველაფერს გვთავაზობს „სტელვიო პასსი“ . გზაზე მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ივნისიდან სექტემბრამდეა ნებადართული , მაგრამ სეზონის ყველაზე უწყინარ დროსაც კი არსებობს საშიშროება მოყვეთ ნისლის ღრუბლებსა ან საშინელი სეტყვის ქვეშ რაც გადაადგილებას უკიდურესად ართულებს , ხოლო ავარიის მოხდენის ალბათობის შანსს უაღრესად ზრდის .

მსოფლიოსი ტოპ 5 ყველაზე საშიში გზები (+ფოტოები)

მსოფლიოსი ტოპ 5 ყველაზე საშიში გზები (+ფოტოები)


4. დალტონ ჰაივეი - ა.შ.შ
ამ ჩამონათვალში მოსახვედრად დალტონ ჰაივესი აბსოლუტურად ყველა მახასიათებელი უწყობს ხელს . გზატკეცილი წარმოადგენს ყველაზე იზოლირებულ და დათოვლილ გზას , რომელიც ალასკას ტერიტორიაზე მდებარეობს . მოგეხსენებათ თოვლი აქ ზაფხულის სეზონზეც კი მოდის , ხოლო ზამთარში გზის საფარის დანახვას ძალიან დიდი მონდომება სჭირდება . გზამკვლევები და ტურისტული საიტები დალტონ ჰაივეის აღწერენ , როგორც ძალიან საშიშსა და გადაადგილებისათვის ძალიან რთულ გზას .

მსოფლიოსი ტოპ 5 ყველაზე საშიში გზები (+ფოტოები)

მსოფლიოსი ტოპ 5 ყველაზე საშიში გზები (+ფოტოები)

მსოფლიოსი ტოპ 5 ყველაზე საშიში გზები (+ფოტოები)


5. ატლანტიკური გზა
ამ გზის ფუნქციაა დააკავშიროს ერთმანეთთან ატლანტიკის კუნძულები , მის შემადგენლობაში შედის 8 ხიდი , რომელიც არქიპელაგს აერთიანებს . ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ამავდროულად საშიში გზა , მას ასევე მოიხსენებენ , როგორც „გზას ცაში“ , გამომდინარე იქიდან , რომ მოგზაურები ვერ ხედავენ სად მთავრდება სავალი ნაწილი . აქ დაფიქსირებულია არამხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევა არამედ ზღვის ტალღის მიერ ტურისტის „გატაცების“ ფაქტიც . მიუხედავად ტრაგედიისა ეს ტერიტორია მილიონობით ტურისტს იზიდავს წლის განმავლობაში.

მსოფლიოსი ტოპ 5 ყველაზე საშიში გზები (+ფოტოები)

წაუკომენტარე

ასევე საინტერესოა

loading...