„ოცნება“ გაქრება: სააკაშვილი საარჩევნო სიას აფასებს

bim.ge
access_time 13-07-2016, 19:04 remove_red_eye 11 773 play_circle_outline პოლიტიკა

„ივანიშვილის საარჩევნო სია ნათელი აღიარებაა რუსი ოლიგარქის პოლიტიკური პროექტის სრული კრახის, ვინაიდან აშკარად წარმოადგენს არაფრისმთქმელი “ახალი სახეებით”, არსებული სიმახინჯის შენიღბვის უმწეო მცდელობას. ივანიშვილს ეგონა, რომ ჩვენ გვბაძავს და სინამდვილეში გამოუვიდა შევარდნაძისათვის მიბაძვა, რომელმაც თავისი დაღმასვლის პერიოდში სცადა “მოქალაქეთა კავშირში” ჩვენი რეფორმატორული ჯგუფის დაბალანსება CV-ბით შერჩეული, უცხოეთის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებით, რომლებიც მაშინაც სრული არარაობები აღმოჩდნენ. ჩვენი პარტიის ყველა, მათ შორის ახალი კანდიდატი სრულად შემდგარი და ჩამოყალიბებული ფიგურაა. “ნაციონალური მოძრაობა” არა მხოლოდ არ დაიშალა, არამედ გაძლიერდა ყველა განსაცდელის შემდეგ. “ოცნების” ამ ცარიელი სიის შემხედვარე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ, ეს პოლიტიკური ჯგუფი /ოცნება/ გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი და ვეღარ დააბრკოლებს ქვეყნის წინსვლასა და აღმშენებლობას”. – აღნიშნავს სააკაშილი.

წაუკომენტარე

ასევე საინტერესოა

loading...