მორალური ტესტი-დილემა, თქვენ რა არჩევანს გააკეთებდით? რელური პასუხი უბრალოდ გასაოცარია

bim.ge
access_time 1-12-2016, 22:29 remove_red_eye 777 play_circle_outline ფსიქოლოგიური ტესტები

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ერთ საშინლად ბნელ, ნისლიან ღამით საკუთარი ავტომობილით მიემგზავრებით და ავტობუსის გაჩერებაზე სამ ადამიანს ხედავთ:

მოხუცი, რომელსაც როგორც იტყვიან ცალი ფეხი გაღმა აქვს
მეგობარი, რომელმაც ოდესღაც თქვენი სიცოცხლე იხსნა
თქვენი ოცნების ქალი/მამაკაცი
თქვენ ერთი მათგანი უნდა გაიყოლოთ, რადგან თქვენი ავტომობილი ორ ადგილიანია. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, კარგად დაფიქრდით – ვის წაიყვანთ?

მორალური ტესტი-დილემა, თქვენ რა არჩევანს გააკეთებდით? რელური პასუხი უბრალოდ გასაოცარია


ეს მორალური დილემაა. ტესტი, რომელიც ერთერთმა კომპანიამ სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით გამართულ გასაუბრებაზე ყველას ჩაუტარა. იგი ერთი შეხედვით ძალიან რთულია: თქვენ გინდა რომ მოხუცი წაიყვანოთ, რადგან კვდება და თქვენში არსებული ეთიკური კოდექსი მის გადარჩენას გთხოვთ, არც მეგობარი გემეტებათ დასატოვებლად, რადგან მასთან ვალში ხართ და გინდათ ამაგი დაუფასოთ, ოცნების ქალზე/ მამაკაცზეც გული გწყდებათ, ან მოგეცემათ ასეთი შანსი კიდევ ცხოვრებაში, ან არა. ნებისმიერ შემთხვევაში ვიღაც ზარალდება, პირველ რიგში კი თქვენ.

200 პრეტენდენტიდან მხოლოდ ერთს არ გაუჭირდა პასუხი. მას საერთოდ არ უყოყმანია: გასაღებს ჩემს მეგობარს მივცემდი, რომ მოხუცი საავადმყოფოში წაეყვანა, მე კიდევ ჩემი ოცნების ქალთან ერთად გზას ფეხით გავუყვებოდიო. ის სამსახურში აიყვანეს.

ნებისმიერი სირთულის პრობლემის გადაჭრა შეიძლება მინიმალური ზარალით, თუკი პრობლემას შემოქმედებითად მიუდგები და თავს არ შეიზღუდავ იმ სტანდარტული პირობებით, რომელსაც გთავაზობენ. მიეცით გასაქანი ფანტაზიას. წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა.

წყარო : mental.ge

წაუკომენტარე

ასევე საინტერესოა

loading...